უახლესი ამბები

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

23 12 2018 | ავტორი: admin
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საზოგადოება
0

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „სულიერი ცხოვრების ციცინათელები” გაიმართა. ღონისძიებაზე გაიხსენეს ხელოვანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, ასევე, ისაუბრეს კულტურის სფეროში მათ მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: დეკანოზი ბიძინა (გუნია), ზურაბ ერქვანია, ელდარ გეწაძე, ლევან ღვინჯილია, დავით საყვარელიძე,  გიორგი ბალახაშვილი. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვოკალური ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები: თემურ გუგუშვილი,  თემურ ელიავა, ლამარა გოგლიჩიძე, ლელა უსეინაშვილი, 2018 წლის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი ლექსო კაპანაძე  და 195-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა ქაშიბაძე.

საღამოზე წარმოდგენილი იყო სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას მოღვაწეობის ამსახველი სურათების გამოფენა. საღამოს არქიმანდრიტი ადამ ახალაძე უძღვებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ქეცბა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.