უახლესი ამბები

თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის რამდენიმე ტელეკომპანია დააჯარიმეს

27 12 2018 | ავტორი: admin
თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის რამდენიმე ტელეკომპანია დააჯარიმეს
გარესამყარო
0

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის რამდენიმე ტელეკომპანია დააჯარიმეს.

Reuters-ის ცნობით, სატელევიზიო გადაცემა, რომელიც Halk Tv-ის ეთერით გადაიცემოდა, დროებით დახურეს. ამის მიზეზი გადაცემის წამყვანების მხრიდან თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებაა.

გავრცელებული ცნობით, მარეგულირებელმა კომისიამ წამყვანებს ბოდიშის მოხდა და საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოსთხოვა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ანალოგიური მიზეზით, ასევე დროებით აღარ გავა ეთერში თურქული Fox Tv-ის რამდენიმე გადაცემა. წამყვანებს ამ შემთხვევაშიც საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს.
ორივე არხს ფინანსური სანქციებიც დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფა კანონით ისჯება.