უახლესი ამბები

იტალიაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

26 12 2018 | ავტორი: admin
იტალიაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გარესამყარო
0

იტალიის კუნძულ სიცილიაზე 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სტიქიის ეპიცენტრი ევროპაში ყველაზე აქტიურ ვულკან ეტნასთან ახლოს დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების დროს ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა რამდენიმე შენობაც.

როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატანიის აეროპორტის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. უსაფრთხოების მიზნით, მთასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.