უახლესი ამბები

უკრაინაში საომარი მდგომარეობის მოქმედება შეწყდა

26 12 2018 | ავტორი: admin
უკრაინაში საომარი მდგომარეობის მოქმედება შეწყდა
გარესამყარო
0

უკრაინაში საომარი მდგომარეობის მოქმედება ოფიციალურად შეწყდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა.

„დღეს შეწყდება საომარი მდგომარეობა. ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე სიტუაციის ანალიზს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკოს განმარტებით, მან ეს გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ არ სურს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შეზღუდვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება, როგორც დაგეგმილი იყო. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის შემოღების მთავარი მიღწევა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იყო.

27 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინაში საომარი მდგომარეობის 30 დღით შემოღების თაობაზე. 5 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდა, თუმცა „ეფ-ეს-ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.