უახლესი ამბები

ერაყში შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა

25 12 2018 | ავტორი: admin
ერაყში შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა
გარესამყარო
0

ერაყში ქრისტეშობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა.

„ერაყის მთავრობა შობას ოფიციალურ დღესასწაულად აცხადებს. ბედნიერ შობას ვუსურვებ ჩვენს ქრისტიან მოქალაქეებს და ყველას მსოფლიოში, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს“, – ნათქვამია ერაყის მთავრობის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამჟამად ერაყში დაახლოებით 300 ათასი ქრისტიანი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს ერაყში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციამდე ქვეყანაში დაახლოებით 1,5 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 95% მუსლიმია.