უახლესი ამბები

თურქეთი სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს

23 12 2018 | ავტორი: admin
თურქეთი სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს
გარესამყარო
0

თურქეთი სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს, ამისათვის ქვეყნის ხელისუფლებამ დამატებითი შეიარაღება და ძალა გაგზავნა. კონკრეტულად კი, ხატაის პროვინციის კილისის რაიონში გაგზავნილია 100 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, პიკაპები და შეიარაღება. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საზღვართან სამხედრო აქტიურობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რამდენიმე დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახალხო თავდაცვის რაზმების წინააღმდეგ დაგეგმილ საომარ ოპერაციას გადადებს მას შემდეგ, რაც აშშ-მ ქვეყნიდან საკუთარი ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა უნდა განთავსდეს პოსტებზე საზღვრის გასწვრივ მაშინ, როდესაც სამხედროების ნაწილი ელბეილის რაიონიდან სირიის ტერიტორიაზე გადავიდა. ანკარაში აცხადებენ, რომ აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი სახალხო თავდაცვის ქურთული რაზმები ტერიორისტული ორგანიზაციაა. აქამდე თურქეთმა სირიაში ორი ოპერაცია უკვე განახორციელა – ქურთებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.