უახლესი ამბები

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის მეთაურს ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა

06 01 2019 | ავტორი: admin
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის მეთაურს ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა
გარესამყარო
0

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის მეთაურ
მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა.

სტამბოლში საზეიმო ცერემონიას, უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაესწრნენ.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომოსის მინიჭება ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.

როგორც უკვე ცნობილია, გასული წლის 4 დეკემბერს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.