უახლესი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

07 01 2019 | ავტორი: admin
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

თეატრალიზებული მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის განმავლობაში მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.