უახლესი ამბები

პეტრო პოროშენკო: ქერჩის სრუტისა და აზოვის ზღვის ოკუპაციას არასდროს შევეგუებით

08 01 2019 | ავტორი: admin
პეტრო პოროშენკო: ქერჩის სრუტისა და აზოვის ზღვის ოკუპაციას არასდროს შევეგუებით
გარესამყარო
0

პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინა არ დაუშვებს, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „СNN Turk“-თან ინეტრვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება ამ რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია.

„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ აზოვის ზღვის ოკუპაციას, რის გაკეთებასაც ახლა რუსეთი ცდილობს. არასდროს ვაღიარებთ ქერჩის სრუტის ოკუპაციას. ჩვენ ზურგს საერთაშორისო სამართალი გვიმაგრებსდა გამოვიყენებთ ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვასაც. არ დავუშვებთ, რომ აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღოს“,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მისივე თქმით, უკრაინას აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი უკრაინულ გემებს შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში დაესხა თავს. მან რუსეთის ციხეში მყოფ უკრაინელ მეზღვაურებს სამხედრო ტყვეები უწოდა და კიდევ ერთხელ მოითხოვა მათი გათავისუფლება.

„პუტინმა დღემდე ვერ განმარტა, რატომ გახსნა ცეცხლი. რატომ დაესხა თავს სამხედრო ხომალდს. სიტუაცია უარესდება“, – განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის – უკრაინისთვის, თურქეთისთვის, ბულგარეთისთვის, რუმინეთისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„მხოლოდ რუსეთი ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას. ჩვენ არ დავუშვებთ შავი ზღვის მილიტარიზაციას, ამ სიტუაციაში ჩვენ მზად უნდა ვიყოთ პასუხისთვის“, – აცხადებს პეტრო პოროშენკო.