უახლესი ამბები

დღეს სომხეთის ახალი პარლამენტი მუშაობას შეუდგება

14 01 2019 | ავტორი: admin
დღეს სომხეთის ახალი პარლამენტი მუშაობას შეუდგება
გარესამყარო
0

სომხეთის მეშვიდე მოწვევის პარლამენტი დღეს მუშაობას შეუდგება და პირველ სხდომას გამართავს. აღნიშნული გადაწყვეტილება სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა იმავე დღეს მთავრობის ხელმძღვანელი უნდა დანიშნოს.

სომხეთის პარლამენტის ფორმირება 2018 წლის 9 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად მოხდა. სომხეთის ახალ პარლამენტში 132 დეპუტატი იქნება. მმართველმა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ 88 მანდატი მიიღო, „აყვავებულმა სომხეთმა“ და „ნათელმა სომხეთმა“ 26 და 18.

პარლამენტის პირველ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურის ცვლილების კანონპროექტს განიხილავენ. ასევე, დღის წესრიგშია მინისტრების რაოდენობის 17-დან 12-მდე შემცირება.