უახლესი ამბები

მექსიკის ყოფილ პრეზიდენტს ნარკომოვაჭრეებთან გარიგებაში ადანაშაულებენ

16 01 2019 | ავტორი: admin
მექსიკის ყოფილ პრეზიდენტს ნარკომოვაჭრეებთან გარიგებაში ადანაშაულებენ
გარესამყარო
0

მექსიკის ყოფილ პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს ნარკობარონ „ელ ჩაპოსგან“ ქრთამის სახით 100 მილიონი დოლარის მიღებაში ადანაშაულებენ. როგორც მექსიკური მედია იუწყება, ენრიკე პენია ნიეტოს მიერ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დამნაშავისგან ქრთამის მიღების შესახებ ინფორმაცია ნიუ იორკში გამართული სასამართლო პროცესის დროს გახდა ცნობილი.

ჟურნალისტების ცნობით, კოლუმბიელმა ნარკომოვაჭრემ ჩვენების მიცემის დროს მოსამართლეს უთხრა, რომ მექსიკის ყოფილმა ლიდერმა სოლიდური თანხა 2012 წელს, თანამდებობაზე დანიშვნამდე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მექსიკელი ნარკობარონი მეტსახელად „ელ ჩაპო“ სწორედ ენრიკე პენია ნიეტოს პრეზიდენტობის დროს დააკავეს და აშშ-ში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„ელ ჩაპოს“ ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანხას მექსიკის ორ ყოფილ პრეზიდენტს, ენრიკე პენია ნიეტოსა და ფილიპე კალდერონს უხდიდა. ორივე ყოფილი ლიდერი ბრალდებას უარყოფს.