უახლესი ამბები

კენიის დედაქალაქ ნაირობიში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმა განხორციელდა

16 01 2019 | ავტორი: admin
კენიის დედაქალაქ ნაირობიში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმა განხორციელდა
გარესამყარო
0

კენიის დედაქალაქ ნაირობიში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმა განხორციელდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც. პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალელმა მებრძოლებმა აიღეს. საუბარია დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ წევრებზე.

სროლისა და აფეთქებების ხმა კენიის დედაქალაქ ნაირობიში მდებარე ფეშენებელურ სასტუმროში რამდენჯერმე გაისმა.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებს შორის იყვნენ თვითმკვლელებიც. მათგან ერთმა სასტუმროს შესასვლელში აიფეთქა თავი.

სამართალდამცავებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ თავდასხმის შეჩერება მოხერხდა და სასტუმროს ყველა შენობას პოლიცია აკონტროლებს. თუმცა ამ განცხადებებიდან რამდენიმე წუთში სროლის ხმა დასასვენებელ კომპლექსში კვლავ გაისმა.

თვითმხილველების უმეტესობა ამბობს, რომ სასტუმროში ავტომატებით შეიარაღებული პირები ნახეს, რომლებიც ყუმბარებს ისროდნენ.