უახლესი ამბები

17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

17 01 2019 | ავტორი: admin
17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
საზოგადოება
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი გუშინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.