უახლესი ამბები

მექსიკაში ნავთობსადენის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

21 01 2019 | ავტორი: admin
მექსიკაში ნავთობსადენის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
გარესამყარო
0

მექსიკაში ნავთობსადენის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტის შედეგად 85-მდე ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 58 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

მექსიკის იდალგოს შტატში მასშტაბური აფეთქება 18 იანვრის საღამოს მოხდა. მექსიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია Pemex-ში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ აფეთქების მიზეზი მილსადენიდან ნავთობის უკანონო მოპოვება გახდა.

აფეთქების დროს ასობით მოქალაქე ნავთობსადენთან საწვავის წასაღებად თუნუქის ავზებით იყო მისული. ნავთობის უკანონო მოპოვების გამო, მექსიკის ბიუჯეტი ყოველწლიურად სამ მილიარდ დოლარზე მეტს კარგავს.