უახლესი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ისრაელთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია

17 02 2019 | ავტორი: admin
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ისრაელთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია
გარესამყარო
0

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, ისრაელთან ომის რისკი მაღალია.

ეს განცხადება ზარიფმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფრენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ისრაელს ომის წამოწყება სურს, ხოლო აშშ-ის ნაბიჯების გამო ასეთი დაპირისპირების შესაძლებლობა მატულობს.

„დიახ, ცხადია, რომ ზოგიერთი ადამიანს ომი სურს. რისკი მაღალია და ის კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ჩვენ თვალს დავხუჭავთ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე“, – განაცხადა ირანის მთავარმა დიპლომატმა.