უახლესი ამბები

ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, სირიაში დაკავებული „ისლამური სახელმწიფოს“ 800 მებრძოლი მიიღონ და გაასამართლონ

17 02 2019 | ავტორი: admin
ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, სირიაში დაკავებული „ისლამური სახელმწიფოს“ 800 მებრძოლი მიიღონ და გაასამართლონ
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, აშშ-ის მიერ სირიაში დაკავებული „ისლამური სახელმწიფოს“ 800 მებრძოლი მიიღონ და გაასამართლონ. როგორც ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ი იძულებული იქნება, ეს მებრძოლები გაათავისუფლოს.

„აშშ-ი სთხოვს ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და სხვა ევროპელ მოკავშირეებს „ისლამური სახელმწიფოს“ 800 მებრძოლი, რომლებიც ჩვენ სირიაში დავაკავეთ, მიიღონ და გაასამართლონ. სახალიფო მზადაა დაცემისთვის. ალტერნატივა არ არის კარგი, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მათ გათავისუფლება“, – წერს ტრამპი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონს არ სურს, ეს მებრძოლები თავად დაბრუნდნენ ევროპაში, რაც ტრაპის აზრით, მოსალოდნელია.

„ჩვენ ვაკეთებთ ბევრს და ვხარჯავთ ბევრს. დროა, სხვებმა გააკეთონ ის საქმე, რომლის შესრულებაც მათ ძალუძთ. ჩვენ უკან ვიხევთ სახალიფოზე 100%-იანი გამარჯვების შემდეგ“, – წერს დონალდ ტრამპი.