უახლესი ამბები

ალჟირში პრეზიდენტის წინააღმდეგ სტუდენტების გამოსვლები მიმდინარეობს

05 03 2019 | ავტორი: admin
ალჟირში პრეზიდენტის წინააღმდეგ სტუდენტების გამოსვლები მიმდინარეობს
გარესამყარო
0

ალჟირში სტუდენტები პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობენ. მათ სასწავლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას უკვე ოცი წელია, იკავებს. ახლა ის პრეზიდენტობის მეხუთე ვადისთვის ემზადება – 82 წლის პოლიტიკოსი აპრილში დაგეგმილ არჩევნებში კენჭს იყრის.

პრეზიდენტი დემონსტრანტებს, გამარჯვების შემთხვევაში, რეფორმებსა და ვადამდელ არჩევნებს ჰპირდება, თუმცა მომიტინგეები მის შემოთავაზებას არ თანხმდებიან და საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებას გეგმავენ.

ალჟირში საპროტესტო აქციები უკვე თითქმის ორი კვირაა, გრძელდება. დემონსტრანტების უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ. ისინი პრეზიდენტს არადემოკრატიულ მმართველობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას დაშავდა 200-მდე ადამიანი. არეულობისას გულის შეტევით ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.