უახლესი ამბები

ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა

04 03 2019 | ავტორი: admin
ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა
გარესამყარო
0

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდოკარაკასის აეროპორტში ჩავიდა. მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძების გამო, გუაიდოსსამშობლოში დაპატიმრება ემუქრება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ხუან გუაიდოვენესუელაში ეკვადორიდან დაბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ მას ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, გუაიდოლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეში იმყოფებოდა.

„ჩვენ ვართ აქ, ვენესუელაში და წინ გზას გავაგრძელებთ“, – განაცხადა გუაიდომ კარაკასის აეროპორტში თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგ.

ხუან გუაიდოს მხარდამჭერები დღეს ვენესუელის დედაქალაქში დემონსტრაციას მართავენ.

შეგახსენებთ, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ იანვრის ბოლოს ნიკოლას მადუროს რეჟიმი არალეგიტიმურად გამოაცხადა და თავი დროებით პრეზიდენტად დაასახელა.