უახლესი ამბები

ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა

22 03 2019 | ავტორი: admin
ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა
გარესამყარო
0

ჩინეთის ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი 640-ს აღწევს. მათგან 32-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება  იმდენად ძლიერი იყო, რომ სეისმოლოგიურმა სამსახურმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე  2,2  მაგნიტუდის სიმძლავრის  მიწისძვრა დააფიქსირა.

კატასტროფის შედეგებთან გასამკლავებლად   ციანზუში  მეზობელი ქალაქებიდან სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები ჩავიდნენ. ადგილზე 1000-მდე მეხანძრე და 200-მდე სახანძრო მანქანის მობილიზება განხორციელდა.

გავრცელებული ცნობით, ქარხანაში, რომელიც ძირითადად ქიმიურ ნედლეულსა და ქიმიკატებს აწარმოებს, 195 თანამშრომელია დასაქმებული. აფეთქების შედეგად დაშავდა ქარხნის  გენერალური დირექტორიც.

სამართალდამცველებმა აფეთქების მიზეზების დასადგენად რამდენიმე ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანეს.