უახლესი ამბები

აშშ-მა გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა

21 03 2019 | ავტორი: admin
აშშ-მა გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა
გარესამყარო
0

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელება აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „Twitter“-ში ავრცელებს.

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონალური სტაბილურობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.