უახლესი ამბები

ესტონეთის მთავრობა გადადგა

05 04 2019 | ავტორი: admin
ესტონეთის მთავრობა გადადგა
გარესამყარო
0

ესტონეთის მთავრობა გადადგა. განცხადება პარლამენტის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა გააკეთა. არსებული კანონის მიხედვით, მთავრობა მუშაობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ახალი მინისტრთა კაბინეტი არ დამტკიცდება.

იური რატასის მეთაურობით მთავრობამ მუშაობა 2016 წლის 23 ნოემბერს დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი კოალიციის შექმნის შესახებ.

მარტში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა „რეფორმების პარტიამ“. მათ პარლამენტში 34 ადგილი მოიპოვეს. მეორე ადგილზე ცენტრისტული პარტია გავიდა, რომელმაც 26 მანდატი მოიპოვა. იმისთვის, რომ მთავრობის ფორმირება მოხდეს, მმართველი კოალიცია 51 მანდატს უნდა ფლობდეს.

ესტონეთის პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობის ფორმირების უფლებას თავდაპირველად არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს აძლევს.