უახლესი ამბები

კიევში ჯონ მაკ-კეინის სახელობის ქუჩა გაიხსნება

05 04 2019 | ავტორი: admin
კიევში ჯონ მაკ-კეინის სახელობის ქუჩა გაიხსნება
გარესამყარო
0

კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ამერიკელი სენატორის საპატივცემულოდ, ჯონ მაკ-კეინის სახელს დაარქმევენ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო.

გავრცელებული ცნობით, მაკკეინის სახელი ივან კუდრის ქუჩას დაერქმევა. კუდრი საბჭოთა კავშირის დროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქუჩისთვის ჯონ მაკ-კეინის სახელის დარქმევას მხარს უჭერს სენატორის ოჯახიც.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკ-კეინი 2018 წლის 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.