უახლესი ამბები

დონალდ ტრამპმა ვენესუელის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა

30 04 2019 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპმა ვენესუელის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა
გარესამყარო
0

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარაკასში მიმდინარე მოვლენებს მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს დეტალურად ადევნებს თვალყურს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელელი ხალხის და მათი თავისუფლების გვერდით დგას”, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ვენესუელაში მასშტაბური დემონსტრაცია მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა და არმიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.