უახლესი ამბები

ვენესუელაში მხარეებს შორის შეტაკებები გრძელდება

30 04 2019 | ავტორი: admin
ვენესუელაში მხარეებს შორის შეტაკებები გრძელდება
გარესამყარო
0

ვენესუელაში შეტაკების დროს ერთი პოლკოვნიკი დაიჭრა. ამის შესახებ „CNN“ ვენესუელის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ვლადიმირ პადრინოს თქმით, ინციდენტში პასუხისმგებლები აქციის ორგანიზატორები არიან.

ვენესეულაში მრავალათასიანი დემონსტრაცია გრძელდება. დედაქალაქ კარაკასში ცალკეულ ადგილებში მხარეებს შორის დაპირისპირებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ისმის სროლის ხმას. დაშავებულებზე სხვა ცნობა ჯერ არ ვრცელდება.

„Reuters“-ის მიერ გავრცელებული ცნობით, ქვეყნის ეროვნული არმიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი ხუან გუაიდოს მხარდამჭერ დემონსტრაციას შეუერთდა.

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა და არმიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.