უახლესი ამბები

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

30 04 2019 | ავტორი: admin
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
გარესამყარო
0

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა. არჩევნებში პარტია „ხალხის მსახურის“ კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხმათა 73,22%-ით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ცესკო-მ არჩევნების ოფიციალური შედეგები კანონით განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს გამოაქვეყნა.

მანამდე ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ცესკო განზრახ აჭიანურებდა, რადგან ინაუგურაციის 27 მაისის შემდეგ დანიშვნა სურდა. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს უკრაინის პარლამენტის დათხოვნის უფლება აღარ ექნება.