უახლესი ამბები

აშშ-ში მდებარე ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

04 05 2019 | ავტორი: admin
აშშ-ში მდებარე ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა
გარესამყარო
0

აშშ-ში, ილინოისის შტატში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქალაქის სახანძრო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ჩიკაგოსთან ახლოს მდებარე ქალაქ უოკიჰანში მოხდა.

ამ მომენტისთვის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მეხანძრეები ცდილობენ დაადგინონ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ინციდენტის დროს. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ქალაქის სამართალდამცავი უწყებები მოსახლეობას მოუწოდებენ, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ.