უახლესი ამბები

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თურქეთში ვიზიტისას რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხი განიხილა

07 05 2019 | ავტორი: admin
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თურქეთში ვიზიტისას რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხი განიხილა
გარესამყარო
0

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთში ვიზიტისას ანკარის მიერ რუსეთისგან „С-400“-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხი განიხილა.

როგორც სტოლტენბერგმა ვიზიტისას აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერ მოკავშირეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რომელი შეიარაღება შეიძინოს, თუმცა თურქეთის მიერ „ეს-400“-ის შეძენის შედეგები შემაშფოთებელია.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ალიანსმა თავიდან უნდა აიცილოს ერთი მოკავშირის მხრიდან მეორე მოკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. შეგახსენებთ, „С-400“-ის სისტემის შეძენის გამო თურქეთისთვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს ვაშინგტონი.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის მთავრობას ნატო-ში ძლიერი პოზიციების შენარჩუნება სურს, თუმცა „С-400“-ის კომპლექსის შეძენის საკითხი არ გადაიხედება. ერდოღანის თქმით, აღნიშნული შეიარაღების შეძენა თურქეთის სუვერენული უფლებაა.

ამავე დროს, სტოლტენბერგმა თურქეთს ნატო-ს მნიშვნელოვანი და ღირებული მოკავშირე უწოდა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, წლების განმავლობაში ნატო-მ თურქეთში სამხედრო ინფრასტრუქტურაში ხუთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.