უახლესი ამბები

სომხეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა

08 05 2019 | ავტორი: admin
სომხეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა
გარესამყარო
0

სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების შესახებ კანონი, რომლის ფარგლებშიც, სამინისტროების რაოდენობა 17-დან 12-მდე შემცირდა.

ინიციატივას მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ 41-მა მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.

მიღებული კანონის ფარგლებში, სომხეთში უქმდება პირველი ვიცე-პრემიერის ინსტიტუტი. ასევე უქმდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ტრანსპორტის, კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო; დიასპორის სამინისტრო, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გაუქმებული უწყებების ფუნქციები სხვა სამინისტროებზე გადანაწილდება.