უახლესი ამბები

დონალდ ტრამპი: ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება დაარღვია

09 05 2019 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპი: ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება დაარღვია
გარესამყარო
0

დონლად ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება დაარღვია. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ტრამპის თქმით, ჩინეთი უარს ამბობს უკვე შეთანხმებული პირობების შესრულებაზე და უფრო მეტი დათმობის იმედი აქვს.

„მათ ნანახი აქვთ ტარიფები. მათ გააუქმეს შეთანხმება, ხვალ ჩამოდის ჩინეთის ვიცე-პრემიერი და ამ დროს შეთანხმება ჩაშალეს. ამიტომ, გადახდა მოუწევთ. თუ შეთანხმებას ვერ გავაფორმებთ, ჩვენ ტარიფებით მაინც მივიღებთ წელიწადში 100 მილიარდ დოლარს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ისა და ჩინეთის მოლაპარაკებები ვაჭრობის საკითხებზე დღეს უნდა გაიმართოს.