უახლესი ამბები

ირანმა 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში გარკვეული ვალდებულებები შეაჩერა

15 05 2019 | ავტორი: admin
ირანმა 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში გარკვეული ვალდებულებები შეაჩერა
გარესამყარო
0

ირანმა 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში გარკვეული ვალდებულებები შეაჩერა – ინფორმაციას ირანული სააგენტო „ისნა“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ირანმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, გასულ კვირას, ირანმა ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს და დიდ ბრიტანეთს აცნობა, რომ ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის შეჩერებას გეგმავდა.

ირანმა გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების ცალმხრივი დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ მიიღო.