უახლესი ამბები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

17 05 2019 | ავტორი: admin
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
გარესამყარო
0

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

„როგორც დაგპირდით, გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. რადას და პრეზიდენტს განცხადებას ინაუგურაციის დღეს გავუგზავნი. ვფიქრობ, ასეა სწორი. სწორი ადამიანურად, ნორმალური პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, რადგან ბოლო-ბოლო, ჩვენ ეს გვჭირდება“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, პავლო კლიმკინი უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.