უახლესი ამბები

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა

20 05 2019 | ავტორი: admin
ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა
გარესამყარო
0

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის მეექვსე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო.

უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ასევე უნგრეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტები. გარდა ამისა, რადას სხდომათა დარბაზში ხუთი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები: ლეონიდ კრავჩუკი, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო.

დღეს უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოურ დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.

41 წლის ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გაიმარჯვა და ხმების 73,22 პროცენტი დააგროვა. მისმა წინამორბედმა პეტრო პოროშენკომ ხმების 24,45 პროცენტი მიიღო.

მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.