უახლესი ამბები

მერკელმა და ზელენსკიმ მინსკის შეთანხმებების საკითხი განიხილეს

24 05 2019 | ავტორი: admin
მერკელმა და ზელენსკიმ მინსკის შეთანხმებების საკითხი განიხილეს
გარესამყარო
0

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრიანის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთანსატელეფონო საუბრისას მინსკის შეთანხმებების საკითხი განიხილა.

როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადასტურეს მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელების აუცილებლობა.

გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა და ვლადიმირ ზელენსკიმ გერმანიასა და უკრაინას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელების აუცილებლობას და ნორმანდიულ ფორმატში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებას“, – აღნიშნა ზაიბერტმა.