უახლესი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება

22 05 2019 | ავტორი: admin
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება
გარესამყარო
0

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება. ასლან ბჟანიას ოჯახი ახალ თარიღს დათანხმდა, რადგან ოპოზიციონერი კამპანიის ჩატარებას შეძლებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ უვადო აქციის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა, 21 ივლისს დაგეგმილი, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომაზე გადადებაზე უარი თქვა. აქციის მონაწილეები კი ე.წ. არჩევნების გადატანას ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ბჟანია სავარაუდოდ მოწამლეს.