უახლესი ამბები

სერგეი ლავროვი: რუსეთი და ბელარუსი თავიანთ საზღვრებთან ნატო-ს აქტიური საქმიანობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

27 05 2019 | ავტორი: admin
სერგეი ლავროვი: რუსეთი და ბელარუსი თავიანთ საზღვრებთან ნატო-ს აქტიური საქმიანობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
გარესამყარო
0

მოსკოვი და მინს​კი შეშფოთებას გამოთქვამენ თავიანთ საზღვრებთან ნატო-ს აქტიური საქმიანობის გამო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თავის ბელარუს კოლეგასთან, ვლადიმირ მეკეისთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„ვისაუბრეთ შეიარაღების გაუვრცელებლობის, კონტროლის პრობლემაზე, გამოვთქვით შეშფოთება ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს საქმიანობის გააქტიურების გამო“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავორვის თქმით, ნატო-ს ქმედებები ევროატლანტიკურ სივრცეში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს.

„რუსეთი და ბელარუსი მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებს, პატივი სცენ თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპს, დაიცვან საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში“, – განაცხადა ლავროვმა.