მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“) და ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“).
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 402 673 ლარი ჯდება. დაფინანსების ძირითადი ნაწილი – 288 554 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, საქონელისა და მომსახურების შესყიდვაზე 90 708 ლარი დაიხარჯება, სხვა ხარჯებისთვის კი, 23 411 ლარია გათვალისწინებული.