17 სექტემბერს ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. გადაწყვეტილება ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეთის დათხოვნის შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის და კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.
უთანხმოების საგანი იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც ულტრა-ორთოდოქსი ებრაელი სემინარიის სტუდენტებისთვის გამონაკლისის დაშვებას და სამხედრო გაწვევის გაუქმებას ითვალისწინებდა.
ეს პირველი შემთხვევაა ისრაელის ისტორიაში, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.