უახლესი ამბები

ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა

06 06 2019 | ავტორი: admin
ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა
გარესამყარო
0

მოსკოვში რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის „საუკეთესო ურთიერთობების პერიოდი დგას“.

როგორც ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემებზე მოსკოვისა და პეკინის მოსაზრებები ერთმანეთთან ახლოს დგას.

რუსეთში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 6-დან 8 ივნისამდე პერიოდში გაიმართება.