უახლესი ამბები

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას პირველი ლატვიის პარლამენტი მოახდენს

25 06 2014 | ავტორი: admin
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას პირველი ლატვიის პარლამენტი მოახდენს
პოლიტიკა
0

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 3 ივლისს პირველი ლატვიის პარლამენტი მოახდენს. აღნიშნული განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ლატვიის მინისტრთან საუბრის დროს ძალიან სასიხარულო ცნობა მივიღეთ, რომ 3 ივლისს, ლატვიის პარლამენტი უკვე მოახდენს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. ეს იქნება პირველი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 

ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ეს გეგმა უახლოეს დღეებში საბოლოოდ დასრულებული და შეთანხმებული იქნება. 

„ხელისუფლება მზად არის ყველა მასზე ნაკისრი ვალდებულება განახორციელოს და რეფორმები ჩაატაროს ისე, რომ საქართველო უფრო მიზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის“, -განაცხადა პეტრიაშვილმა.