უახლესი ამბები

პრემიერმა ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

20 04 2014 | ავტორი: admin
პრემიერმა ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
საზოგადოება
0

„ქრისტე აღდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
წელს ყველა ქრისტიანი, მთელი ქრისტიანული სამყარო ერთად აღნიშნავს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე ქრისტიანებისთვის სიკვდილზე გამარჯვების და მარადიული სიცოცხლის რწმენას უკავშირდება.
ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც რწმენითა და სიხარულით გვავსებს.
ვუერთდები თითოეული ქრისტიანის სიხარულს. იმედების გამართლებას, ბედნიერ ხვალინდელ დღეს, სიკეთეს, სულიერ სიძლიერესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას.
ქრისტე აღდგა!

ირაკლი ღარიბაშვილი“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.