უახლესი ამბები

ვენესუელაში მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა

21 04 2014 | ავტორი: admin
ვენესუელაში მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა
გარესამყარო
0

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ნიკოლას მადუროს მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები განახლდა.

ნიღბიანმა დემონსტრანტებმა ქალაქში ბარიკადები ააგეს და პრეზიდენტ მადუროს ფიტული დაწვეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე ვენესუელაში სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.

საპროტესტო აქციები სტუდენტთა გამოსვლებით დაიწყო რომლებიც ქვეყანაში კრიმინალის მაღალ დონესა და საკვები პროდუქტების დეფიციტს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით სტუდენტური დემონსტრაციები ფართომასშტაბიან ოპოზიციურ მოძრაობაში გადაიზარდა და ახლა მათი მთავარი მოთხოვნა ნიკოლას მადუროს მთავრობის გადადგომაა.

პარალელურად, კვირას, კარაკასში მთავრობის მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქციაც გაიმართა.

ცოტა ხნის წინ ვენესუელის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზებაში აშშ და კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაადანაშაულა.

ვენესუელა 2 ვენესუელა 3 ვენესუელა 4