უახლესი ამბები

ფორმულა 1-ის მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

21 04 2014 | ავტორი: admin
ფორმულა 1-ის მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
სპორტი
0

ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ ფორმულა 1-ის გრან-პრიზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ჰემილტონი რბოლის დაწყებიდან დიდი უპირატესობით ლიდერობდა და საბოლოო გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.

მეორე ადგილი ჰემილტონის მეწყვილე ნიკო როსბერგმა დაიკავა „მერსედესის“ გუნდიდან, ხოლო მესამეზე კი –  „ფერარის“ ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო.

ეს გამარჯვება 25-ე გახდა ბრიტანელი მრბოლელის კარიერაში, რომელიც რბოლის დასრულების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.

„ამ კვირაში გულშემატკივრები ფანტასტიურად მიჭერდნენ მხარს, ამით მე დიდი ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი. რომ არა  მთელი გუნდის მძიმე შრომა მე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. ეს დაუჯერებელია. მე ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ასეთი ბრწყინვალე ბოლიდები გვყავს, ჩვენი შედეგები გუნდის მიერ ჩადებული მთელი შრომის ბრწყინვალე დადასტურებაა“, – განაცხადა ჰემილტონმა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნიკოც (როსბერგი) მოხვდა პოდიუმზე. ეს მთელი ჩვენი გუნდის დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასევე გავაგრძელებთ“, – დაამატა ლუისმა.

ფორმულა 1-ის შემდეგი გრან-პრი 9-11 მაისს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართება.