უახლესი ამბები

ისრაელში პალესტინელი მოზარდი გაიტაცეს და მოკლეს

02 07 2014 | ავტორი: admin
ისრაელში პალესტინელი მოზარდი გაიტაცეს და მოკლეს
გარესამყარო
0

იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში პალესტინელი მოზარდი გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს. ადგილობრივი რადიოს განცხადებით, სავარაუდოდ ეს იყო შურისძიება სამი ებრაელი ახალგაზრდა მკვლელობის საპასუხოდ.

მედიის ინფორმაციით, უცნობებმა მოზარდი ძალით ჩასვეს ავტომობილში და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ გატაცებული მოზარდის ცხედარი ქალაქის სხვა რაიონში იპოვეს.

12 ივნისს სამი ებრაელი დაიკარგა რომელთა ცხედრებიც სამი კვირის შემდეგ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს.

ისრაელის მთავრობამ მკვლელობაში პალესტინური მოძრაობა ჰამასი დაადანაშაულა.