უახლესი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის სააღდგომო მილოცვა

21 04 2014 | ავტორი: admin
საქართველოს პრეზიდენტის სააღდგომო მილოცვა
საზოგადოება
0

„ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – უდიდესს ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის.

ეს დღე გამორჩეული და განსაკუთრებულია. მაცხოვარი ამქვეყნიურ სისუსტეს ამარცხებს სიყვარულითა და სინათლით. ეს ნათელი ცხადყოფს, რომ სიყვარულია ყველაზე აღმატებული ამქვეყნიური ძალა; რომ სიცოცხლე ყოველთვის იმარჯვებს სიკვდლზე; რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.

ამიტომ არის აღდგომა ჩვენთვის უბრალოდ ისტორიულ ხდომილებაზე მეტი. ჩვენს ინდივიდუალურ შინაგან რეალობაში ამ დღის ხელახალი განცდით ვამარცხებთ ბოროტს და სიცოცხლისკენ, განახლებისკენ, სიკეთისა და სიყვარულისკენ მივმართავთ საკუთარ თავს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დრესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს და ბედნიერებას,

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“

ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სააღდგომო მილოცვაში.