უახლესი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მივიდა

21 04 2014 | ავტორი: admin
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მივიდა
პოლიტიკა
0

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიცვალებულთა ხსენების დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაო მოინახულა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

„პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი გმირები გვახსენდება, ვინც ბრძოლებში საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ სამშობლო დაეცვათ. მათში ღმერთის რწმენა და სამშობლოს სიყვარული ისეთი დიდი იყო, რომ საქართველოსთვის თავი გასწირეს და ეს ჩვენთვის, ყველასთვის, არის სამაგალითო. მათ ოჯახებს განსაკუთრებულად და გამორჩეულად უნდა ვუპატრონოთ“, – განაცხადა ალასანიამ.

მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრთან ერთად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.