უახლესი ამბები

ლუის სუარესს ოკუპირებული სოხუმის საფეხბურთო კლუბში თამაშს სთავაზობენ

04 07 2014 | ავტორი: admin
ლუის სუარესს ოკუპირებული სოხუმის საფეხბურთო კლუბში თამაშს სთავაზობენ
საზოგადოება
0

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბი „ნარტი“ მზადაა დისკვალიფიკაციის პერიოდში ურუგვაელ ფეხბურთელ ლუის სუარესთან კონტრაქტი გააფორმოს.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ში არ შედის და შესაბამისად მისი აკრძალვები, აფხაზეთის ჩემპიონატზე არ ვრცელდება. ”ნარტის” პრეზიდენტი გენადი ცვინარიას თქმით, ისინი „ლივერპულისა“ და ურუგვაის ნაკრების ლიდერის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, სამაგიეროდ სუარესს საშუალება ექნება სათამაშო პრაქტიკა ქონდეს და ივარჯიშოს.

„ნარტი“ ოკუპირებული აფხაზეთის ცხრაგზის ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესს FIFA-მ ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიზეზი კი იტალია-ურუგვაის მატჩისას მომხდარი ინციდენტი გახდა. ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა. სუარესს ოთხი თვით აეკრძალა ფეხბურთის თამაში, ვარჯიში და გუნდთან ერთად სტადიონზე გამოჩენაც კი.

ცოტა ხნის წინ ლუის სუარესს კოსოვოს ერთ-ერთმა საფეხბურთო გუნდმაც შესთავაზა თამაში. კოსოვო, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთი FIFA-ს წევრები არ არიან.