უახლესი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტი: „მე რუსეთთან ომისთვის ვემზადები“

07 07 2014 | ავტორი: admin
ესტონეთის პრეზიდენტი: „მე რუსეთთან ომისთვის ვემზადები“
გარესამყარო
0

ლატვიურ ჟურნალ lr-თან ინტერვიუში სათაურით „მე ვემზადები რუსეთთან ომისთვის“ (Es gatovojios Karam) ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი რუსულ საფრთხეზე, ბალტიის ქვეყნების თავდაცვისუნაროანობასა და ინფორმაციულ ომზე საუბრობს.

ჟურნალი ღნშნავს:
„ინტერვიუ ჩაწერილ იქნა ესტონეთის პრეზიდენტის ლატვიის ქალქ ცესიში გამგზავრების წინ, სადაც ლატვიისა და ესტონეთის შეიარაღებული ჯარების ერთობლივი აღლუმი გაიმართა.
ის მსოფლიოში უდავოდ ყველაზე აქტიური და ცნობილი პოლიტიკოსია ბატლიის ქვეყნებიდან. ლატვიაში ის თავისი გულწრფელი განცხადებებისა და რუსული საფრთხის ღიად მითითების გამო გახდა ცნობილი.

ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ასეულმა ლატვიელმა ხელი მოაწერა ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინიშის მიმართ გასაგზავნ წერილს, რომელშიც საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას აღნიშნავდნენ იმის მიმართ, რომ ის ილვესთან შედარებით თავშეკავებულია.
ჯურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა ხდება ლატვიაში და პასუხზე – „ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის“, ილვესმა განაცხადა: „თქვენ ემზადებით არჩევნებისთვის, მე კი ომისთვის ვემზადები“.
ესტონეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ბოლო დროს აკეთებს ყველაფერს, რაზეც საუბრობს, ასე რომ, არ ღირს მისი განცხადებების იგნორირება.

„ჩვენ 1938 წელში დავბრუნდით. თუ დავითვლით ასეთ შეშლილებს – ყოველ შემთხვევაში შეშლილებად ჩანან ახლა – როგორებიც არიან კრემლის იდეოლოგები დუგინი და მარკოვი, ისინი ამართლებენ ტერიტორიების ანექსიას იმით, რომ იქ „რუსი თანამოქალაქენი არიან“. ეს დახვეწილი სიგნალია ლონდონისთვის, ჩეხურ კარლოვი-ვარისთვის, ნიუ-იორკის ბრაიტონ ბიჩისთვის, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნებზე, რომლებიც ახლოს არიან რუსეთის საზღვრებთან“,- ამბობს ილვესი.

რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს კონტიგენტის განლაგებას, ამისათვის გადახდა მოგვიწევს, ლატვიასა და ლიტვაში კი საკმაოდ მცირეა თავდაცვითი ხარჯები. „ვფიქრობ ყველამ უნდა შეასრულოს ის, რისი პირობაც დადეს“,- ამბობს ილვესი და ამატებს, რომ ესტონეთისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ხუთწლიან ბიუჯეტში არის – თავდაცვის ხარჯების 2 % ით გაზრდა.
გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ვინაიდან ესენი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან.
ილვესმა მიუთითა, რომ რუსეთი ბოლო წლებში შეიცვალა – მან გაისაზრა საქართველოსთან ომის გაკვეთილები და მეტად მობილური გახდა, სწრაფად რეაგირებს. რუსეთში გამუდმებით მიმდინარეობს სამხედრო სწავლებები, მათ შორის მოულოდნელი, არმია კარგად მომზადებული და აღჭურვილია თანამედროვე იარაღით. ამიტომ, ბალტიის ქვეყნებმა აზროვნება უნდა შეცვალონ.
კერძოდ, პროფესიონალი არმია არასაკმარისადაა. პატარა ქვეყანაში ის მცირერიცხოვანია. ეს ეხება ლატვიასა და შვედეთს, რეზერვი არ იქმნება.
„ჩვენ და ფინელები, ალბათ ასევე ბერძნებიც – უკანასკნელი ქვეყნები ვართ ევროპაში სავალდებულო სამხედრო სამსახურით, თეორიულად ჩვენ შევძლებთ 30 000 ჯარისკაცის მობილიზირებას. ხოლო პროფესიონალი არმიის საკითხში ეს შეუძლებელია. ისინი ძალიან კარგები არიან, მაგრამ ორი ათასამდე“, – აღნიშნა ილვესმა.
ამასთან, მან დადებითდ შეაფასა Zemessardze-ს (მიწების დაცვის) ფორმირება, რომელიც ლატვიის სახალხო ნებაყოფლობითი შეიარაღებული ორგანიზაციაა და ლატვიის შეიარაღებულ ჯარებს მიეკუთვნება.
კითხვაზე – ეთანხმება თუ არა ის საინფორმაციო ომის ჩარჩოებში ლატვიასა და ლიტვაში რუსული ტელევიზიების რეტრანსლიაციას, ის პასუხობს, რომ ეს არასწორია.
„უნდა იყოს თავისუფალი ინფორმაციული ტალღა. წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი საინფორმაციო აკრძალვის, ასე არ შეიძლება“, – განაცხადა ილვესმა.

 

მომზადებულია „kavkazcenter.com-ის“ მასალების მიხედვით

 

ირაკლი თორია