უახლესი ამბები

ქართული ოცეული ავღანეთის ISAF-ის მისიიდან დაბრუნდა

22 04 2014 | ავტორი: admin
ქართული ოცეული ავღანეთის ISAF-ის მისიიდან დაბრუნდა
საზოგადოება
0

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული საქართველოში დაბრუნდა. შავნაბადას ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის საერთაშორისო მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე“ 8 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

ISAF-ის მისიაში მყოფი მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ამავე ბატალიონის ოცეულმა ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონია ბაზა „ფენიქსზე“ ერთი კვირის წინ გაიმართა.