უახლესი ამბები

პეტრიაშვილი: „ვგეგმავთ, რომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მივიღოთ მხარდაჭერა“

11 07 2014 | ავტორი: admin
პეტრიაშვილი: „ვგეგმავთ, რომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მივიღოთ მხარდაჭერა“
გარესამყარო
0

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ბათუმში მიმდინარე კონფერენციის საქართველოს „ევროპული გზა“ ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს, მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სესიის ძირითადი თემა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეეხება.

„ძირითადი თემაა იმპლემენტაცია რეფორმების, რომელიც განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით და ასოცირების დღის წესრიგით. ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების მხრიდან და გვაქვს ეს მხარდაჭერა. მათ აღგვიქვეს ეს მხარდაჭერა მომავალშიც და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ აქტიურად. მეორე, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის საქართველოს მომავალი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენი საბოლოო გეგმა და მიზანია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლატვიის კონკრეტულად ამ პროცესებში. მომავალ წელს არის რიგის სამიტი, სადაც ჩვენ გვაქვს ლატვიის მხარდაჭერა და ვგეგმავთ, რომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მივიღოთ მხარდაჭერა“, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.