უახლესი ამბები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

22 04 2014 | ავტორი: admin
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა
გარესამყარო
0

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ტურჩინოვსა და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს ხვდება. ბაიდენი კიევში დასავლეთის მხარდაჭერის გამოსახატავად ჩავიდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინელ ლიდერებთან 25 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს განიხილავს.

თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში ჯო ბაიდენის ორდღიანი ვიზიტი ახალი მთავრობის მიმართ ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერის გამოხატვაა. დაგეგმილია, რომ ბაიდენი კიევისათვის ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ გააკეთებს განცხადებას, რომელიც ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დახმარებაც ითვალისწინებს.